განათლება და ტექნოლოგია

11-12 ოქტომბერი, 2023
ამსტერდამი

შემოგვიერთდი

საერთაშორისო მასშტაბური გამოფენა/ კონფერენცია

შესაძლებლობა კოლაბორაციებისა და კავშირებისთვის

განათლების საერთაშორისო გამოფენა/კონფერენციაზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ  ახალი კავშირები დაამყაროთ წამყვან ინოვაციურ კომპანიებთან და შეიძინოთ ახალი პარტიონიორები, იმუშაოთ ახალ ბიზნეს იდეებზე და მიიღოთ უახლესი ინფორმაცია უმაღლესი და საშუალო განათლების თანამედროვე კვლევებსა და ტენდენციებზე.

გამოფენა/კონფერენცია არის მათთვის, ვისაც სურს ახალი პარტნიორებისა და  ურთიერთობების შეძენა.

მხოლოდ სკოლისა და უნივერსიტეტის ლიდერებისთვის

EDUtech_europe-სა და Schoolbook-ის პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებლობა გეძლევათ გახდეთ ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური განათლების გამოფენისა და კონფერენციის მონაწილე. 

გვსურს მოგიწვიოთ ღონისძიებაზე ჩვენს ერთ-ერთ   VIP სტუმრად

პარტნიორობის ფარგლებში, 30 ექსკლუზიური VIP სტუმრის საშვი მხოლოდ  სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის არის გამოყოფილი.  ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილები კრიტიკულად შეზღუდულია. საშვი მოიცავს 2-დღიან სრულ წვდომას კონფერენციასა და გამოფენაზე. 

გიწვევთ ღონისძიებაზე, რომ გახდეთ თქვენი საგანმანათლებლო ორგანიზაციის და ქვეყნის წარმომადგენელი. სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან მხოლოდ 30 ლიდერი მიიღებს კონფერენციის საშვს საჩუქრად. ერთი ორგანიზაციიდან შესაძლებელია რამდენიმე საშვის რეგისტრაცია.

300 
სპიკერი 

50+ 
გამოფენის წარმდგენი

150 
სტარტაპი

დარეგისტრირდი

EDUtech_europe-ის შესახებ

EDUtech_europe-ის გამოფენა/კონფერენციის ორგანიზატორია კომპანია Terrapinn. Terrapinn არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მასშტაბურ და გლობალურ ღონისძიებებს აორგანიზებს. Terrapinn-ის ღონისძიებების თემატიკა ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც განათლებას, ისე ავიაციას, ფინანსებს, ტელეკომუნიკაციებს და ა.შ. ივენთები ტარდებ​ა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში და თითქმის ყველა კონტინენტზე. ყველა ამ მიმართულებას აერთიანებს ერთი ღირებულება - ისინი ტექნოლოგიასა და ინოვაციებს ეხება.

განათლების მიმართულებით EDUtech_europe ამჯერად ამსტერდამში ჩატარდება, სადაც თავს მოიყრის 5000-ზე მეტი განათლების წარმომადგენელი და ed-tech ​პროვაიდერი მთელი რეგიონიდან. გამოფენა და კონფერენცია გაიმართება 2 დღის მანძილზე, 11 და 12 ოქტომბერს.

რეგისტრაცია

წარმომა​დგენლობა საქართველოდან

გიორგი ჩავლეიშვილი

სკოლა ლოგოსის დირექტორი

ავთანდილ აბდუშელიშვილი

გიმნაზია შავნაბადას დირექტორი

საბა ნათენაძე

სკოლა "ლილეს" აღმასრულებელი დირექტორი

ანა კონიაშვილი

სქულბუქის COO

დელეგაცია საქართველოდან

 ​ ტურის შესახებ

Schoolbook, როგორც EDUtech-ის პარტნიორი, აორგანიზებს კავკასიის რეგიონიდან ჯგუფურ ტურს ამსტერდამის მიმართულებით.

ტური მოიცავს:
ორმხრივი ავიაბილეთი თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით (ფასი დამოკიდებულია ბილეთის შეძენის პერიოდზე);
ტრანსფერი კომფორტული მიკროავტობუსით ამსტერდამის აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან;
სასტუმროში განთავსება 4 ღამით (შედის დილის საუზმეც);
ტრანსფერი სასტუმროდან კონფერენცია/გამოფენის ტერიტორიამდე და უკან;
EDUtech_europe-ის VIP სტუმრის საშვი.

ტურში არ შედის:
ქალაქში შიდა გადაადგილება;
ყველა პირადი ხარჯი;
ხარჯი, რაც ჩამონათვალში არაა მოცემული.

ტურის ღირებულება დამოკიდებულია ბილეთის შეძენის პერიოდსა და სასტუმროს ჯავშანზე. მონაწილე იხდის მხოლოდ სასტუმროში განთავსებისა და ტრანსპორტირების საფასურს. (ფასი ცვალებადია)

მეტი დეტალისთვის დაგვიკავშირდით.

e-mail: info@innovators.ge
Tel: 032 2 470 333 ;  577 09 00 58

შემოგვიერთდი

კონფერენციის განრიგი

EDUtech_europe ამჯერად ამსტერდამში ჩატარდება, სადაც თავს მოიყრის 5000-ზე მეტი განათლების წარმომადგენელი და ed-tech პროვაიდერი მთელი რეგიონიდან.

განრიგი დეტალურად

ექსკლუზიური 
VIP საშვი

შემოგვიერთდი

რეგისტრაციის დასრულებამდე
დარჩა

0
0
Years
:
5
9
3
დღე
:
0
5
საათი
:
2
8
წუთი
:
1
4
წამი
:
0
1
0
0
Items

Sorry, the time is up.