წესები და პირობები

შპს “სქულბუქ ინთერნეიშენალი”, დაფუძნებული და მოქმედი საქართველოს კანდონმდებლობის მიხედვით,(საიდენტიფიკაციო კოდი: 404616037;  იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, კრწანისის ქუჩა 14ბ, ბ.4) (შემდგომში - „კომპანია“),  მოქმედებს როგორც შუამავალი იმ პროდუქტებისა და სერვისების მოწოდებისათვის, რომლებიც უშუალოდ არ არის კომპანიის წარმოებული (მაგ., საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტი, სასტუმროში განთავსება, კვება, ტურები, სხვადასხვა ღონისძიების ბილეთები და ა.შ.). მეორეს მხრივ, „მყიდველი“, რომელიც წარმოადგენს ფიზიკურ პირს, ან და ორგანიზაციას დაფუნებული და მოქმედი საქართველოს კანდოდებლობის მიხედვით, ვთანხმდებით ზოგად წესებსა და პირობებზე.

წინამდებარე ზოგადი წესები და პირობები  წარმოადგენს ზოგადი სახის დოკუმენტს, რომელშიც ერთიანდება ყველა პირობა და პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ და თქვენ ვიზიარებთ და ვეთანხმებით.  ტერმინები „ჩვენ“ და „ჩვენი“ ეხება შპს სქულბუქ ინთერნეიშენალ-ს. ტერმინი „თქვენ“ და „თქვენი“ ეხება მომხმარებელს, რომელიც ეწვია ჩვენს ვებსაიტს, ან შეავსო სარეგისტრაციო ფორმა, ან მიიღო დასტურის მეილი ჩვენგან, ან მოახდინა პაკეტის სატელეფონო დაჯავშნა. ასევე, ტერმინები „თქვენ“ და „თქვენი“ მოიცავს ჯავშანზე პირველად დასახელებულ პირს და ყველა იმ პირს, ვისი სახელითაც ხდება პაკეტის შეძენა/შეკვეთა ან ჯავშანი ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც დაემატა ან გადაეცემა ჯავშანი.

კომპანიის ძირითადი საქმიანობას არ წარმოადგენს ტურისტული მარშუტებისა და სხვა პროდუქტების დაჯავშნა, შეძენა და მომსახურება. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ მოგაწოდოთ სხვა ტურისტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული ტურები, მარშრუტები და პროდუქტები სრულყოფილად და კეთილსინდისიერად. სწორედ ამიტომ, ვთანამშრომლობთ სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომსახურების მომწოდებლებთან (შემდგომში - „მომწოდებელი“).  ნებისმიერი ღირებულება, რომელიც თქვენთვის არის შემოთავაზებული შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებას მომწოდებლის მხრიდან პირობების შეცვლის გამო. მსგავსი ცვლილება შესაძლებელია შეეხოს როგორც ავიაბილეთების ღირებულებას, ისე სასტუმროსა და სხვა პროდუქტების ღირებულებას, რაც თავისთავად გამოიწვევს პაკეტის ღირებულების გაზრდა/შემცირებას.  წინამდებარე წესებისა და პირობების გაცნობით, თქვენ ადასტურებთ, რომ მსგავსი ცვლილებები თქვენთვის მისაღებია და კომპანიის მიმართ პრეტენზია არ გაგაჩნიათ. ასევე შესაძლებელია დადგეს გარემოება, როდესაც თქვენი მხრიდან პაკეტის შესყიდვის შემდეგ „მომწოდებელი“ ზრდის ღირებულებას. ფასის ზრდა შეიძლება მოხდეს მომწოდებლის ან მთავრობის მიერ დაწესებული დამატებითი ხარჯების გამო, რომელიც არ იყო წინასწარ პროგნოზირებული. სწორედ ამიტომ, კომპანიის მხრიდან შეიძლება დაგერიცხოთ დამატებითი თანხები გაზრდილი გადასახადების ან და სავალუტო ბაზრებზე რყევების გამო. წინამდებარე წესებისა და პირობების გაცნობით, თქვენ კიდევ ერთხელ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შემოთავაზებულ პირობებზე.

როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს ვებსაიტს, ან ავსებთ სარეგისტრაციო ფორმას, ან იღებთ დასტურის მეილს ჩვენგან, ან ტელეფონის მეშვეობით ჯავშნით პაკეტს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მხარის სახელით ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს.

წინამდებარე შეთანხმებით, კომპანიის კომპეტენციაშია „მომწოდებლების“ მეშვეობით შეძენილი პაკეტის ყველა კომპონენტი და მომსახურება მოგაწოდოთ კეთილსინდისიერად, ჯეროვნად.

ამასთან, ყოველგვარი ბუნდოვნების აღმოფხვრის მიზნით, „კომპანია“ პასუხს არ აგებს „მომწოდებლების“ გამოისობით დამდგარ ზიანზე, მათ შორის, ავიახაზების მიერ გადადებულ ფრენებზე ან/და საფასურის ცვლილებაზე, ჯავშნის საფასურის ცვლილებაზე/გუაქმებაზე და სხვა ნებისმიერ მომსახურებაზე, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებელია „მომწოდებელი“.


ჯავშნები, ცვლილებები და პაკეტის კომპონენტების გაუქმება

შეკვეთის გაუქმების ან კორექტირების შემთხვევაში, მოთხოვნა უნდა გამოგვიგზავნოთ წერილობითი სახით ელექტრონულ ფოსტაზე.

თუ მოხდება პაკეტის რომელიმე კომპონენტის ცვლილება, კომპანია იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ მოგაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ კი შეკვეთილი პაკეტის ცვლილება თქვენთვის მიუღებელი იქნება, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი შეკვეთა, კომპანიისათვის ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.

ეს ჩანაწერი მყიდველს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, გადაიხადოს მომსახურების პაკეტის გაუქმების საკომისიო, თუ ასეთი დაწესებული აქვს შესაბამის მომწოდებელს.

თქვენი ჯავშნების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, გადაეცემა მხოლოდ შესაბამის მომწოდებლებს ან სხვა პირებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი შეძენილი პაკეტის უზრუნველსაყოფად.

თქვენ შესახებ შესაბამისი ინფორმაცია, ასევე შესაძლებელია გამჟღავნებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

თანხის დაბრუნება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომწოდებლებელი დააბრუნებს გადახდილ თანხას. ავია ბილეთები უკან არ ბრუნდება.


1. პაკეტის შეძენის პირობები

1.1 კომპანიის მიერ შემოთავაზებული პაკეტი მოიცავს:

  • რეგულარულ ან ჩარტერულ რეისებზე ავიაბილეთ(ებ)ის დაჯავშნა/შეძენას;
  • სასტუმროს ოთახ(ებ)ის დაჯავშნა/ქირავნობას;
  • ტრანსპორტირებას მიმღები ქვეყნის აეროპორტიდან შესაბამის სასტუმრომდე და პირიქით;
  • სამოგზაურო დაზღვევას;
  • გამოფენა/კონფერენციის საშვს;
  • შესაბამისი სასტუმროდან გამოფენა/კონფერენციის ტერიტორიამდე ტრანსპორტირებას და პირიქით;

1.2       1.1 პუნქტში ჩამოთვლილ კონკრეტულ სახეობებსა და პირობების შესაძლო ვარიანტებს განსაზღვრავს კომპანია და ეგზავნება მყიდველს ელექტრონულ ფოსტაზე.

1.3 პაკეტის შეკვეთა უნდა განხორციელდეს მყიდველის მიერ: სარეგისტრაციო ფორმის შევსებით; წერილობით, კომპანიის ელ-ფოსტაზე შესაბამისი შეტყობინების გამოგზავნით; სატელეფონო კომუნიკაციით. შეკვეთის განხორციელებისათვის მყიდველმა შეკვეთა უნდა გააგზავნოს თავის/ ან ორგანიზაციის ელ-ფოსტიდან კომპანიის ელ-ფოსტაზე: info@schoolbook.ge-ზე;

1.4 მყიდველის მიერ შეკვეთის განხორციელებისას იგი ადასტურებს, რომ მისთვის სრულადაა ცნობილი აღნიშნული მომსახურების გაწევის ყველა პირობა და ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი წაუყენოს კომპანიას რაიმე პრეტენზია იმაზე დაყრდნობით, რომ მან არ იცოდა ხსენებული პირობ(ებ)ის ან/და ფაქტობრივი გარემოებ(ებ)ის შესახებ.

1.5. შეკვეთის სათანადოდ განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა კომპანია ვალდებულია დაადასტუროს ან უარყოს შეკვეთა. დადასტურებული შეკვეთა და დასტური წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, რომელიც იგზავნება მყიდველის ელ-ფოსტაზე.

1.6 კომპანია ვალდებულია, წინასწარ, სრულად, ზუსტად და ამომწურავად მიაწოდოს ინფორმაცია მყიდველს ინფორმაცია პაკეტში შემავალი დეტალების შესახებ. კომპანია ვალდებულია გააცნოს მყიდველს ყველა არსებითი პირობა, მათ შორის, მისი ხანგრძლივობა, ტრანსპორტირების, დაზღვევის, ცხოვრების, კვების პირობების, უსაფრთხოების ზომების და მიმღებ ქვეყანაში ყოფნის თავისებურებების შესახებ და ა.შ.


2. მომსახურების ღირებულება და მისი გადახდის წესი

2.1 პაკეტის საფასურის გადახდა ხორციელდება კონსიგნაციის გზით, რეგისტრაციის დადასტურებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორების წესით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, „კომპანია“ არაა პასუხისმგებელი შეკვეთის რეზერვაციაზე და უფლებას იტოვებს გააუქმოს ჯავშანი.

2.2 ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ  ვალუტაში – ლარში, გადახდის დღეს არსებული, კომპანიის მომსახურე ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსის შესაბამისად (ბანკის მიერ შესაბამისი ვალუტის შეძენის კურსი). ყველა გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით. თანხა ჩარიცხულ უნდა იქნას წარდგენილი ინვოისის საფუძველზე კომპანიის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს “თიბისი ბანკი” - GE74TB7279736080100006 


3. მხარეთა პასუხისმგებლობა

3.1 მხარეები ვალდებული არიან წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.2 შემსრულებელი პასუხს არ აგებს:

• თქვენს მიერ მომსახურების ნებაყოფლობით მიუღებლობაზე ან მისი მიღების შეუძლებლობაზე;

• თქვენს მიერ ავიაკომპანიის, აეროპორტის, სასტუმროს მოქმედი წესებისა და ოფიციალური პირების მითითებების დარღვევის გამო წარმოქმნილ სადავო საკითხებზე;

• თვითმფრინავის (ან სხვა რაიმე ტრანსპორტის) გამგზავრების ან/და დაბრუნების დროის შეცვლაზე, რეისის გადადებასა და თვითმფრინავის (ან სხვა რაიმე ტრანსპორტის) ტიპის ან/და მარშრუტის შეცვლაზე;

• საბაჟო, სასაზღვრო და საკარანტინო სამსახურების ქმედებებზე;

• ბარგის ან ტვირთის დაკარგვაზე;

• სადაზღვევო კომპანიის მოქმედებაზე/უმოქმედობაზე;

• ნებისმიერსხვა შედეგზე, რომელიც მისი ბრალით არ დამდგარა.

შესაბამისად, მყიდველი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ამ გარემოებების გამო მომსახურების ღირებულების შემცირება ან რაიმე კომპენსაცია, გარდა წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრულისა.

3.3 მყიდველი აგებს პასუხს კომპანიისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისრულესა და სისწორეზე.

3.4 მხოლოდ მყიდველს შეუძლია წაუყენოს პრეტენზია შემსრულებელს წინამდებარე წესებთან და პირობებთან დაკავშირებით.

3.5 არცერთი მხარე არ აგებს პასუხს წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური უბედურებებით და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით ან დაუძლეველი ძალის სხვა გარემოებებით (შემდგომში `ფორს მაჟორული გარემოება) და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა ხელმოწერის დღის შემდეგ.

3.6 ფორს-მაჟორული გარემოების წარმოშობის შემდეგ, მხარე, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული გარემოების შესახებ, ვალდებულია, აცნობოს მეორე მხარეს წერილობით დაუყოვნებლივ, ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობის (თუ შესაძლებელია ხანგრძლივობის განსაზღვრა) და წინამდებარე წესებსა და პირობებზე მისი შესაძლო ზემოქმედების ისევე როგორც ფორს-მაჟორული გარემოების დასრულების შესახებ.


4. დავების გადაწყვეტა

4.1 ამ წესებთან და პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება „მხარეებს“ შორის მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ წესებთან და პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული დავის ან უთანხმოების გადაწყვეტა ვერ მოხდება „მხარეებს“ შორის ამგვარი დავის ან უთანხმოების წარმოშობიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში, ნებისმიერი „მხარის“ მოთხოვნით დავა განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს.


5. წესებისა და პირობების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

5.1 წინამდებარე წესებისა და პირობების დოკუმენტი ძალაში შედის მყიდველის მხრიდან შეკვეთის განთავსებისა და  კომპანიის მხრიდან დასტურის წერილის მიღების შემდეგ და მოქმედებს ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.


6. სხვა პირობები

6.1 წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს ელეტქრონულ დოკუმენტს, რომელიც მყიდველს ეგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ასევე განთავსებულია კომპანიის ვებ გვერდზე: hello.schoolbook.ge და აქვს მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა.

6.2 წესებისა და პირობების ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება ფორმდება წერილობითი ფორმით (ამ 6.2. პუნქტის ჩათვლით) ორივე მხარის მიერ და წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს.

6.3 თუ წინამდებარე წესები და პირობების რომელიმე დებულება გახდა ბათილი, ეს არ მოახდენს გავლენას სხვა დებულებების ნამდვილობაზე. ამ შემთხვევაში ბათილი დებულება უნდა შეიცვალოს ისეთი ნამდვილი და აღსრულებადი დებულებით ან დებულებებით, რომლებიც რაც შეიძლება მიახლოვებულად ასახავენ ბათილ დებულებასთან დაკავშირებულ მხარეთა განზრახვას.

6.4 წინამდებარე წესებისა და პიროებების დოკუმენტის მიმართ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა.                    


7. რეკვიზიტები

კომპანიის დასახელება: შპს სქულბუქ ინთერნეიშენალი

კომპანიის ელ-ფოსტა: info@schoolbook.ge

კომპანიის ტელეფონის ნომერი: 032 2 470 333

კომპანიის მომსახურე ბარნკი: სს „თიბისი ბანკი“

კომპანიის ანგარიშის ნომერი:  GE74TB7279736080100006